სახელი: თეა
გვარი: დემურია
ასაკი: 18 წლის
ტელ: 893 49 86 90
მისამართი: სენაკი
ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი. ვარ მამით ობოლი, დედა კი ავადმყოფია. ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება, რომ შევიძინოთ. იმედი მაქვს, ეს ნატვრა ამჯერად მაინც ამიხდება. წინასწარ გიხდით მადლობას
სახელი: სალომე
გვარი: გაბელაშვილი
ასაკი: 12 წლის
ტელ: 899 75 72 54
მისამართი: ჯავის ქ.#79
ნატვრა: შარშანდელი ზამთარი სიცივეში გავატარე. ჩემს უმუშევარ მშობლებს არც წელს აქვთ შეშის ყიდვის საშუალება. თუ ვინმე დაგვეხმარება მე და ჩემს დას და გვიხსნის სიცივისაგან, ვილოცებთ მისი ჯანმრთელობისათვის და დიდხანს სიცოცხლისათვის. ღვთისა და კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. გთხოვთ დაგვეხმაროთ.
სახელი: ზაირა
გვარი: სამნიაშვილი
ასაკი: -
ტელ: 7 35 79
მისამართი: გორი, გურამიშვილის 70/29
ნატვრა: ვარ მარტოხელა პენსიონერი, დიაბეტით დაავადებული, ინვალიდი, მიჭირს სიარული. გთხოვთ ამიხდინოთ ნატვრა და მაჩუქოთ გლუკომეტრი, რომელსაც ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. წინასწარ გიხდით მადლობას. ღმერთმა დაგლოცოთ.
სახელი: ნინო
გვარი: ლილუაშვილი
ასაკი: 62 წლის
ტელ: -
მისამართი: ხაშური
ნატვრა: ვარ II ჯგუფის ინვალიდი, მარტოხელა პენსიონერი. სამი წელიწადია, სასმენი აპარატის აღრიცხვაზე ვარ, მაგრამ ვერ მივიღე. გთხოვთ დამეხმაროთ, ეს ერთადერთი იმედი იქნება, რომ ამ სამყაროს დავუკავშირდე. ნათესავის ტელეფონებია: 62 25 50; 8 55 63 47.
სახელი: თეონა
გვარი: ბენიძე
ასაკი: 13 წლის
ტელ: 898 14 28 19
მისამართი: ქ. წყალტუბო
ნატვრა: ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ძალიან ღარიბები ვართ. თავი ძლივს გაგვაქვს. ეს სიღატაკე ყოფილა საშინელება... ვარ დევნილი ოჯახიდან. დედ-მამა გულით ავადმყოფები არიან. ორივეს ძალიან უყვართ გადაცემების ყურება, მეზობლებთან უყურებენ. ყოველთვის ვერ მიდიან, რცხვენიათ. მეც მიყვარს `ეტალონისა~ და ,,ყველაზე ჭკვიანის” ყურება. წელს შეიძლება მეც მივიღო მონაწილეობა. აჩუქეთ ჩვენს ოჯახს ტელევიზორი და გაგვახერეთ ამით ყველა. გფარავდეთ ღმერთი. დიდი მადლობა.
სახელი: ირმა
გვარი: გელაშვილი
ასაკი: 35 წლის
ტელ: 22 02 05
მისამართი: თბილისი, შატბერაშვილის #2, კორპ. VIII, I სად. ბ-III
ნატვრა: გთხოვთ ყველას, ვისაც კი ხელი მიგიწვდებათ და სურვილი გაგიჩნდებათ ჩემი სანუკვარი სურვილის ასრულებისა - დამასაჩუქროთ სანოს სტუდიის მიერ ჩაწერილი გოგი ხარაბაძის დისკებით. ეს იქნება ჩემთვის უდიდესი სულიერი საზრდო, რის შიმშილსაც მეტ-ნაკლებად განვიცდი. ამ საჩუქრისათვის კი ქველმოქმედის სამუდამო მადლიერი დავრჩები.
სახელი: მაკა
გვარი: ნათიძე
ასაკი: 11 წლის
ტელ: 893 45 46 55
მისამართი: თბილისი, ვარკეთილის ზ\პ. II მკ/რ. კორპ. 9, IV-სად. VII სართ. ბ#59
ნატვრა: ჩემი ნატვრაა, ახალი წლისთვის მქონდეს კომპიუტერი, რადგან ძალიან მჭირდება. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: ნინა
გვარი: ბირკაია
ასაკი: 87 წლის
ტელ: 899 47 44 50
მისამართი: თბილისი, ზანდუკელის #27
ნატვრა: ვარ 87 წლის მოხუცი ქალბატონი. ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე, ის 92 წლისაა. ძალიან მიჭირს სარეცხის რეცხვა და ცივ წყალში გავლება. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა, თუნდაც მეორადი ავტომატური სარეცხის მანქანა მაჩუქოს. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: თინა
გვარი: ნამურაძე
ასაკი: 60 წლის
ტელ: 61 37 12
მისამართი: თბილისი, ვარდისუბნის #15
ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტელევიზორი. ვარ II ჯგუფის ინვალიდი და სახლიდან ვერ გავდივარ, რადგან ვკარგავ წონასწორობას. მაქვს 38 ლარი პენსია. თუ მომიტანთ სახლში ტელევიზორს მთელი ჩემი სიცოცხლე თქვენზე ვილოცებ.
სახელი: ბაგრატ
გვარი: ახალაია
ასაკი: 65 წლის
ტელ: 855 14 34 32
მისამართი: ზუგდიდის რ-იონი. სოფ. განმუხური
ნატვრა: ჩვენი სოფელი საზღვრისპირა სოფელია, გადმოცემით ვიცი, რომ სოფელში ფუნქციონირებდა ეკლესია, რომელიც დაურბევიათ. ჩემი ნატვრაა, აშენდეს ეკლესია რომელიც დაურბევიათ. ჩემი ნატვრაა აშენდეს ეკლესია თუნდაც პატარა სამლოცველო სკოლის წინ, რათა ჩვენს მომავალს სულიერი საზრდო ჰქონდეს. ამ ნატვრის ახდენა არამარტო ჩემი, არამედ მთელი სოფლის ნატვრის ახდენა იქნება. იმედი მაქვს ყველა გულკეთილი ადამიანების. გფარავდეთ ღმერთი.
|