მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                     ისტორია


   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ინტერნეტ სივრცეში 2007 წლიდან არსებობს მაღალრეიტინგული პირველი მართლმადიდებლური ფორუმი www.church.ge. წევრების რაოდენობა 6000-ზე მეტია და ყოველდღიურად მატულობს. ფორუმელები ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში, ინტერნეტს მიღმაც ხვდებიან და ბევრ კეთილ საქმეს ემსახურებიან.
   ფორუმზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი განყოფილებაა „ფორუმის საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც დაფუძნდა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანეს ლოცვა-კურთხევით და სათნოებას ემსახურება.
      ფონდი ამ ეტაპზე მცირებიუჯეტიანია, მაგრამ მაინც ხერხდება ბევრი კეთილი საქმის გაკეთება. გარდა ბიუჯეტში შემოსული თანხის გამოყენებისა, ფორუმელები თითქმის ყოველ კვირა წამოწყებულ საქველმოქმედო აქციებში ებმებიან, საკუთარი ხარჯებით აგროვებენ თანხას და დახმარებას უწევენ შეჭირვებულებს. თუმცა, ეს დახმარება ვერ სწვდება ყველა გაჭირვებული ადამიანის ნატვრების ასრულებას.
    ძირითადად აქცენტი კეთდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, სნეულებაში მყოფ ადამიანებზე, საბავშვო სახლის აღსაზრდელებზე, მიუსაფარ მოხუცებზე, მშენებარე ტაძრებზე, ბერ-მონაზვნებზე.
     რეგულარულად ხდება ნატვრები-ს ახდენა, ესაა პროექტი რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ხორციელდებოდა და გადმოინაცვლა ჩვენს საიტზე.
    ფორუმის საქველმოქმედო ფონდის განყოფილებაში არის ქვეგანყოფილება „ბიუჯეტი“, სადაც ყოველთვიური ანგარიში იდება, თუ ვისგან გადმოირიცხა და რაში დაიხარჯა ბიუჯეტში არსებული თანხა. რაც შეეხება ცალკეულ აქციებს, ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებს, ფიქსირდება ფორუმზევე (თუკი მისი სურვილი არაა რომ ანონიმი იყოს) და ქველმოქმედების გამჭვირვალობისთვის აქციის დასასრულს ვდებთ სურათებს, რაზეც აღბეჭდილია ჩატარებული აქციის შედეგები.
ჩვენი ერთ-ერთი ფორუმელია გლდანში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი, რომელიც აქტიურად ჩაბმულია საქველმოქმედო აქციებში და ხშირად ისიც ჩვენთან ერთად იღებს მონაწილეობას.
   ფონდის მესვეურები დიდად მოხარულნი ვიქნებით, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ჩვენს აქციებში, რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება საქველმოქმედო ფონდის მუშაობით და გადაწყვეტს რომ თავისი წვლილი შეიტანოს.

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!