მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                 ნატვრები

სახელი: ლელა
გვარი: კავლელიშვილი
ასაკი: 40 წლის
ტელ: 899 47 00 76
მისამართი: თბილისი, ავჭალის ბაღები

ნატვრა: შვიდი მოსწავლის დედა ვარ. სახელმძღვანელოების შეძენა ძალიან გამიჭირდა. უფროსი ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, რამდენიმე წლის წინ ბინაც გავყიდეთ. ვცხოვრობთ ქირით. ძალიან გთხოვთ, იქნებ VIII კლასის წიგნების შეძენაში მაინც დამეხმაროთ. და კიდევ, თუ ვინმეს აქვს ძველი საწოლები და ემეტება, დიდი მადლობელი დაგრჩებით. ჩვენ ძალიან ვიწროდ და მოუხერხებლად გვძინავს. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!
 


სახელი: ზაირა
გვარი: ჯიშკარიანი
ასაკი: 73 წლის
ტელ: 2 17 92
მისამართი: ხონი ახალგაზრდობის ქ.#54

ნატვრა: ჩემი ნატვრაა ჩემს შვილიშვილს ბესიკ ჯიშკარიანს, რომელიც 21 წლის არის, აღუდგეს მხედველობა, რადგან მას ცალ თვალში კატარაქტა აქვს. ოჯახს კი მისი ოპერაციის გაკეთების საშუალება არ აქვს. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ ბესიკს თვალის პოერაციის გაკეთებაში.
 


სახელი: მზია
გვარი: მახარობლიშვილი
ასაკი: 28 წლის
ტელ: 893 15 07 60
მისამართი: თბილისი, ორთაჭალის 3

ნატვრა: არა გასართობად და სულის წარსაწყმედელი გადაცემების საცქერლად, არამედ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად, ძალიან მინდა მქონდეს ტელევიზორი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
 


სახელი: ლიკა
გვარი: არაყიშვილი
ასაკი: 11 წლის
ტელ: 32 69 27
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა

ნატვრა: ჩვენს ოჯახში სამი ბავშვი ვიზრდებით. მე მყავს და-ძმა. ოქტომბრის შუა რიცხვებში მე და ჩემს 5 წლის ძმას დაბადების დღე გვაქვს. მე და ჩემი ძმა ფრიადოსნები ვართ და სკოლის ყველა ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ არ გვაქვს ფოტოაპარატი, რომ სამახსოვრო ფოტოები გადავიღოთ. მე მინდა მქონდეს ფოტოაპარატი, ძმა კი მინდა გავახარო ველოსიპედით (ორივემ რომ ვატაროთ) და კიდევ, ჩემი დიდი ხნის ნატვრაა მქონდეს როლიკები. გთხოვთ ამისრულოთ ეს ნატვრები.
 


სახელი: ნიკა
გვარი: კუჭავა
ასაკი: 11 წლის
ტელ: 64 86 91
მისამართი: თბილისი, თემქა III მრ/რ, III კვ. კორპ. 43, ბინა 13

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს ჩოხა და აზიურები, ქართული ცეკვა ძალიან მიყვარს, მალე კონცერტი გვექნება. იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით შევძლებ კონცერტში მონაწილეობის მიღებას და ნატვრას ავიხდენ.
 


სახელი: ეთერ
გვარი: კაკაურიძე
ასაკი: 87 წლის
ტელ:
მისამართი: თბილისი, ანდრონიკაშვილის 81

ნატვრა: ჩემი ნატვრაა მქონდეს პატარა ტელევიზორი, ვინაიდან ავადმყოფობის გამო ძირითადად ვწევარ და ჩემი ოცნებაა საძინებელ ოთახში მქონდეს ტელევიზორი. იმედია თქვენი დახმარებით შემისრულდება. წინასწარ დიდი მადლობა. ტელ: 8 93 37 74 53 (ერემო)
 


სახელი: ალექსანდრე
გვარი: ბერძენიშვილი
ასაკი: 52 წლის
ტელ: 7 11 19
მისამართი: თელავის რაიონი, სოფ. იყალთო

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, სიდედრს გული გავუხარო და 28 ნოემბერს დაბადების დღისათვის მივართვა საცხობიანი გაზქურა. მადლობა უფალს, რომ ამდენი ქველმოქმედი ადამიანია. გფარავდეთ მამა ზეციერის მადლი.
 


სახელი: ალეკო
გვარი: ბეგოიძე
ასაკი: 9 წლის
ტელ: 69 36 06
მისამართი: თბილისი, მოლითის ქ.# 9

ნატვრა: 2002 წელს მიწისძვრამ სახლი სულ დაგვინგრია. სამი წელი სამზარეულოში მთელი ოჯახი ვცხოვრობთ. ჩვენი სახსრებით 5 წელია ვაშენებთ სახლს. ჩემს მშობლებს საშუალება არა აქვთ მიყიდონ მუსიკალური ცენტრი DDVD-ის ფუნქციით. მე კი ისე ძალიან მინდა, რომ ხშირად სიზმარში ვხედავ... თუ უფლის ნება იქნება, ეს ნატვრა ამიხდება.
 


სახელი: გია
გვარი: გობეჩია
ასაკი: 14 წლის
ტელ: 893 64 38 20
მისამართი: გალი, კოსტავას ქ.#5

ნატვრა: მე გია ვარ, ჩვენ ვცხოვრობთ გალში, ბებია-ბაბუა თბილისში. მინდა, ზოგჯერ მათ დავურეკო, ძალიან მენატრებიან, მაგრამ მობილური არ გვაქვს. იქნებ ვინმემ სულ უბრალო, თუნდაც მეორადი მობილური მაჩუქოს, ძალიან მადლობელი დავრჩები.
 


სახელი: მაყვალა
გვარი: სეფაშვილი
ასაკი: 85 წლის
ტელ:
მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკ. 269/10 ბინა 9

ნატვრა: ჩემი ნატვრაა სასმენი აპარატი. ნატვრა არასოდეს შემსრულებია. გთხოვთ დახმარებას.
 

გვერდები: [წინა]  ...  16  17  18  19  20   ...  [შემდეგი] 

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!