სახელი: იამზე
გვარი: წულაია
ასაკი: 25 წლის
ტელ: 899 37 27 25
მისამართი: მარტვილი, ნახუნაო
ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს მაცივარი, თუნდაც პატარა. ვარ 3 შვილის დედა, როცა პირველი ნატვრა გამოგიგზავნეთ მესამე შვილს ველოდებოდი. შემეძინა ბიჭი, ეხლა როგორც არასდროს, ისე მჭირდება მაცივარი და ამ გაჭირვებულ დროში ნატვრის მეტი რა დამრჩენია. ვიცი, თქვენ ბევრ ჩემისთანას აუსრულეთ ნატვრა. ღმერთმა გიშველოთ და კიდევ ერთი მოკრძალებული ნატვრა მაქვს, მსურს მქონდეს წინგი _ ,,რას გვეტყვი, მამაო.” ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში, მიჩნდება კითხვები, რასაც გაზეთების მეშვეობით ვივსებ, რაც ჩემთვის არასაკმარისია. ღმერთი შეგეწიოთ და შეგიწყალოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: ხათუნა
გვარი: მწყერაშვილი
ასაკი: 29 წლის
ტელ: 57 07 39
მისამართი: თბილისი, ხიზანიშვილის #45
ნატვრა: მყავს ორი პატარა ონავარი და ჩაწოლილი ავადმყოფი დედამთილი. ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხის მანქანა, რათა ოდნავ მაინც შემიმსუბუქდეს საოჯახო საქმე, ვინაიდან ვარ ძალიან გადატვირთული. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.
სახელი: ცირა და გოგა
გვარი: ბერიები
ასაკი: 14 და 13 წლის
ტელ: 893 11 28 69
მისამართი: ვუკოლ ბერიძის ქ.#6
ნატვრა: გმადლობთ კეთილი საქმისთვის! უფალმა დაგლოცოთ! ჩვენ ობოლი და-ძმა ვართ, ივლისში დედა გარდაგვეცვალა, ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა. ახლა დეიდა გვზრდის, საერთო საცხოვრებელში ვართ და ტელევიზორი არ გვაქვს. იქნებ ვინმემ შეძლოს ჩვენი ნატვრის ასრულება.
სახელი: ანეტა
გვარი: მაჭარაშვილი
ასაკი: 50 წლის
ტელ: 855 35 12 37 (მეზობლის)
მისამართი: რუსთავი VI მ/რ, III კ. VI სარ.
ნატვრა: ოცნებად მექცა ერთი მობილური ან მიკრო ტალღოვანი ღუმელი. ყიდვის საშუალება არ მაქვს, კეთილო ხალხო, გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა.
სახელი: ესმა
გვარი: დავითაძე
ასაკი: 33 წლის
ტელ: 893 35 08 46
მისამართი: თბილისი
ნატვრა: ჩემი ნატვრაა, ისეთი დილა გამითენდეს, როცა ტკივილით აღარ ვიტანჯებოდე. ამის გამო კი გადაუდებელი ოპერაცია მჭირდება, რასაც ჩემთვის უზარმაზარი თანხა სჭირდება. ასეთი ტკივილიანი დღეები კი 7 თვეა გრძელდება, რადგან გამოსავალი ვერსად ვნახე. ამქვეყნად კი მხოლოდ უფლის და კეთილი ადამიანების იმედით ვცხოვრობ, იმედით, რომ ჩემთვისაც დამთავრდება ეს ჯოჯოხეთური დღეები და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები... ღმერთმა დაგლოცოთ!
სახელი: მადლენა
გვარი: გოგიშვილი
ასაკი: 57 წლის
ტელ: 59 02 63
მისამართი: თბილისი, გლდანის III ა მ/რ, მე-18 კორპ. ბ#64
ნატვრა: ვარ მარტოხელა პენსიონერი. გაკეთებული მაქვს გულის ოპერაცია, ასევე მაქვს დიაბეტი. არანაირი საქმის კეთება არ შემიძლია. ჩემი ნატვრაა სარეცხის მანქანა. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: მურად
გვარი: მელაძე
ასაკი: 80 წლის
ტელ: 7 65 36
მისამართი: ოზურგეთი, გურიელის ქ.#19
ნატვრა: ვარ სმენადაქვეითებული, მესაჭიროება ყურსასმენი აპარატი. იმედს არ ვკარგავ, რომ დამეხმარებით, რომ გავიგო ჩემი შვილიშვილების ხმა, წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: დავით
გვარი: ღუზარაული
ასაკი: 8 წლის
ტელ: 2 00 08
მისამართი: ახმეტა, ვაჟა-ფშაველას ქ.#1
ნატვრა: ძალიან მინდა საახალწლოდ გამომიგზავნოთ ციგა. თუ გამომიგზავნით, ძალიან კმაყოფილი დავრჩები.
სახელი: თამთა
გვარი: ჯეირანაშვილი
ასაკი: 12 წლის
ტელ: -
მისამართი: კაზრეთი
ნატვრა: წარმოშობით ვარ ხაშურიდან, მაგრამ ვცხოვრობ ბიძასთან. ჩემს ბიძაშვილს აქვს კარგი ხმა და ძალიან უნდა, რომ ჰქონდეს მუსიკალური ცენტრი, მე კი ძალიან მინდა, რომ მქონდეს საბავშვო ატლასი. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: ჰენრი
გვარი: ლაშქარეიშვილი
ასაკი: 8 წლის
ტელ: -
მისამართი: ქუთაისი, მაისურაძის #18
ნატვრა: ძალიან მინდოდა მქონოდა ველოსიპედი. წელს ვეხმარებოდი ბიძას სასოფლო საქმიანობაში, მპირდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ერთადერთი თქვენი იმედი მაქვს, რადგან ჩემი ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.
|