მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                  ნატვრები

სახელი: ნაუმი
გვარი: ლიპარტელიანი
ასაკი: 61 წლის
ტელ: 18 36 39
მისამართი: რუსთავი. მე-17 მ/რ. მე-8 კორპ. ბინა #44

ნატვრა: ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. მყავს სამი შვილი. ერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი.
 


სახელი: ნადია
გვარი: ფხაკაძე
ასაკი: 82 წლის
ტელ: 5-22-18
მისამართი: ქუთაისი, გრიგოლ ხანძთელის ქ#21, ბინა 34

ნატვრა: გიგზავნით ჩემს ნატვრას, გთხოვთ მომისმინოთ. ვარ შრომის ვეტერანი. უმორჩილესად გთხოვთ მომაქციეთ ყურადღება. ძალიან მიჭირს, ყურში სმენა არ მაქვს. ამისრულეთ ჩემი უკანასკნელი თხოვნა და დამიბრუნეთ სიცოცხლე. ცოცხალ-მკვდარი ვარ. სმენის აპარატი მინდა. შეგეწიოთ ღმერთი.
 


სახელი: ნადია
გვარი: ფხაკაძე
ასაკი: 84 წლის
ტელ: 5 22 18
მისამართი: ქუთაისი, გრიგოლ ხანძთელის 21/34

ნატვრა: მაქვს სმენის პრობლემები, რომელიც უფრო გამიუარესდა, მესაჭიროება სმენის აპარატი. გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა... ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
 


სტატუსი: ასრულებულია!

სახელი: ანა
გვარი: ლილუაშვილი
ასაკი: 33 წლის
ტელ: 2-46-79
მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ. #38. ბინა 31

ნატვრა:
ჩემი ნატვრაა ახლობლებთან მქონდეს ურთიერთობა, კავშირი, რაც ეს 15 წელია ნაკლებად მაქვს. ამის მიზეზია ჩემი I ჯგუფის ინვალიდობა. უზომოდ გთხოვთ მობილური ტელეფონი მაჩუქოთ. წინასწარ უღრმესი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს. უფალი გფარავდეთ.  


სახელი: მიშიკო
გვარი: მჭედლიძე
ასაკი: 14 წლის
ტელ: 32 53 42
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4

ნატვრა: ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
 


სახელი: ელენე
გვარი: ლეჟავა
ასაკი: 4 წლის
ტელ: 74 94 58
მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3

ნატვრა: ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. გთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა.
 


სახელი: ზია
გვარი: შუბლაძე
ასაკი: 44 წლის
ტელ: 2 45 46
მისამართი: წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ.
 


სახელი: ნინო
გვარი: შაფაქიძე
ასაკი: 15 წლის
ტელ: 898 62 90 47
მისამართი: ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები.
 


სახელი: მაია
გვარი: ღაღაშვილი
ასაკი: 17 წლის
ტელ: 67-54-87
მისამართი: თბილისი, გლდანის VIII მკრ, VII კორპუსი, ბინა #124

ნატვრა: ჩემი ნატვრაა მქონდეს სახატავი საღებავები და პალიტრა. ბავშვობიდან ვხატავ და არასდროს მქონია საღებავები და პალიტრა, ამიტომ ყოველთვის ფანქრით ან პასტით ვხატავდი. დიდი სურვილი მაქვს ვხატო და უფრო დავხვეწო ჩემი ნამუშევრები. ამის საშუალება კი არ მაქვს. გმადლობთ წინასწარ.
 


სახელი: მარინა
გვარი: კოპაძე
ასაკი: 39 წლის
ტელ: 8-(270) 7-72-81, 8-99-24-95-86
მისამართი: გორი, შინდისის გზატკეცილი 15-40

ნატვრა: მყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი. გათბობის არანაირი საშუალება არ გვაქვს. გაზის ვაუჩერის იმედი მქონდა და სასწრაფოდ შევიყვანეთ ბინაში გაზი. სამწუხაროდ, გორში არ დარიგდა ვაუჩერები და გაზსაც ვერ ვიყენებთ გაზის გამათბობლის გარეშე, მიუხედავად მრავალი აუცილებელი ნივთის უქონლობისა, ჩემი უდიდესი ნატვრაა “კარმა”, რომ ჩემი გოგოები და ტყუპი ბიჭები თბილად გამოვაზამთრო. გფარავდეთ ღმერთი. წინასწარ გიხდით მადლობას.
 

გვერდები:  1  2  3  4  5 ...  [შემდეგი] 

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!