სახელი: იამზე
გვარი: წულაია
ასაკი: 25 წლის
ტელ: 899 37 27 25
მისამართი: მარტვილი
ნატვრა: გამარჯობათ, მყავს ორი შვილი, მესამეს ველოდები ყოველდღე. ჩემი სიხარული ჩემი შვილებია, სხვა ოცნება არასდროს ამსრულებია, ღმერთმა გიშველოთ, რომ ადამიანებს უსრულებთ ოცნებებს, გთხოვთ ამისრულოთ ოცნება _ მქონდეს მაცივარი, თუნდაც პატარა, მთელი დღე ბუხარში ვამზადებ საჭმელს პატარებისათვის, ამ სიცხეში რომ არ გამიფუჭდეს და ბავშვები არ მომეწამლოს.
სახელი: ეთერ
გვარი: კაკაურიძე
ასაკი: 87 წლის
ტელ: -
მისამართი: თბილისი ანდრონიკაშვილის ქ.#81
ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს პატარა ტელევიზორი. ავადმყოფობის გამო მეტი წილი ვწევარ და ჩემი ოცნებაა, საძინებელ ოთახში მქონდეს ტელევიზორი, იმედია, თქვენი დახმარებით შემისრულდება. წინასწარ დიდი მადლობა.
სახელი: თინანო და თეკლა
გვარი: ძაგანიები
ასაკი: 5 და 7 წლისა
ტელ: 22 78 05
მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქ.#47
ნატვრა: მე და ჩემს პატარა დაიკოს თოვლის ბაბუამ ბარბის სურათების ალბომი გვაჩუქა, რითაც ჩვენი ოცნება ნაწილობრივ ახდა. ალბომის შესავსებად არა გვაქვს ფოტოაპარატი. დედიკო გვპირდება, როცა მამიკო სამსახურს იშოვის, გიყიდით ფოტო აპარატსო, მაგრამ სამწუხაროდ, მამიკო ისევ უმუშევარია და ჩვენი ოცნებაც აუხდენელი რჩება. იქნებ სხვა ბავშვების მსგავსად ჩვენც აგვისრულოთ ნატვრა და გვაჩუქოთ ციფრული ფოტო აპარატი. დიდი მადლობა!
სახელი: ანა
გვარი: ჭელიძე
ასაკი: 11 წლის
ტელ: 855 40 45 47
მისამართი: თბილისი, ავჭალა, ბიჭვინთის ქ#1
ნატვრა: ჩემი ნატვრაა ჩემს დედიკოს შევუმსუბუქო მძიმე შრომა, დაღლილს ჩემი გაკვეთილების მოსმენის თავიც აღარ აქვს, ოჯახისთვის ბევრი რამე გვაქვს სანატრებელი, მაგრამ ყველაზე მეტად სარეცხის მანქანა გამიხარებდა ჩემს დედას. ღმერთმა დაგლოცოთ!
სახელი: თამუნა
გვარი: მათეშვილი
ასაკი: 18 წლის
ტელ: -
მისამართი: თბილისი, გლდანის VII მ/რ. V კორპ.
ნატვრა: უზომოდ მინდა ვისწავლო ვიოლინოზე დაკვრა, მაგრამ არ მაქვს ვიოლინოის ყიდვის საშუალება. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა წაიკითხოს ჩემი ნატვრა და მაჩუქოს თუნდაც ნახმარი ვიოლინო. ამით ჩემი ოცნება ახდება.
სახელი: ციცინო
გვარი: ბაბუაძე
ასაკი: 64 წლის
ტელ: 899 11 33 38
მისამართი: თბილისი, დოლიძის ქუჩა, კორპ. 26, II სადარბაზო, ბინა 76
ნატვრა: სმენადაქვეითებულ VII კლასელ გიორგის ძირულიდან აუცილებლად სჭირდება ჩვენი დახმარება. XI კლასელ ნიკუშას წელსაც ვერ ვუღალატებ. ორივეს თავის გართმევა 69 ლარიანი სტიპენდიით გვიჭირს. იქნებ აუხდინოთ მათ ოცნება და წიგნები შეუძინოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: ფატი
გვარი: საგანელიძე
ასაკი: 84 წლის
ტელ: 60 18 03
მისამართი: თბილისი, თიანეთის ქ.#117
ნატვრა: ჩემი ნატვრაა სარეცხის მანქანა; ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ბარძაყის ძვლის მოტეხილობით. მივლის ინფარქტიანი, პენსიონერი შვილი. გთხოვთ ნატვრა ამისრულოთ მოხუცებულს. თქვენი დახმარებით გაუადვილდება ჩემს ავადმყოფ შვილს ჩემი მოვლა. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: ეროსი
გვარი: ჩიტოშვილი
ასაკი: 11 წლის
ტელ: 855 46 98 30
მისამართი: დედოფლისწყარო, ქვემო ქედი
ნატვრა: მაქვს ნეიროსენსორული ხასიათის მძიმე ხარისხის სმენაჩლუნგობა. არ მესმის კლასში მასწავლებლის ლაპარაკი, ვერ ვუსმენ ტელევიზორში საბავშვო გადაცემებს. ექიმმა დამინიშნა ორმხრივი ან ცალმხრივი სასმენი აპარატი. ვერ ვყიდულობთ... ამ ნატვრის ასრულება დიდი საჩუქარი იქნება ჩემთვის.
სახელი: ლალი
გვარი: ნატროშვილი
ასაკი: 26 წლის
ტელ: 855 51 14 84
მისამართი: თემქა III მკ.რ. V კვარტ. Vბ კორპ.
ნატვრა: ბავშობიდან მიყვარს კერვა, მაგრამ არ მაქვს დღემდე საკერავი მანქანა. ჩემი ნატვრაა მქონდეს ხელის საკერავი მანქანა. წინასწარ დიდი მადლობა!
სახელი: ნიკა
გვარი: -
ასაკი: 16 წლის
ტელ: 895 73 69 08
მისამართი: თბილისი
ნატვრა: ჩემი ნატვრაა მქონდეს მე-11 კლასის წიგნები. მამა არ მყავს... ჩემს ბებიას შესაძლებლობა არ აქვს რომ მიყიდოს. კეთილო ადამიანებო, ძალიან, ძალიან გეხვეწებით, დამეხმარეთ წიგნების შეძენაში, მინდა კარგად ვისწავლო რომ ცხოვრებაში ჩემი ადგილი ვიპოვო. ვითომ თქვენი შვილი ვიყო, გწამდეთ არ შეგარცხვენთ, იმედით დაგელოდებით.
|