მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                 ნატვრები

სახელი: ნათია
გვარი: ცხომელიძე
ასაკი: 26 წლის
ტელ: 95 83 96
მისამართი: თბილისი, მუჯირიშვილის 10ა

ნატვრა: დედა მყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, ძალიან უჭირს სარეცხის რეცხვა, მითუმეტეს ახლა, როცა ზამთარი ახლოვდება. ძალიან გთხოვთ, იქნებ აგვიხდინოთ ნატვრა და სარეცხის მანქანა აჩუქოთ დედას. დიდი მადლობა
 


სახელი: ნუნუ
გვარი: ცომაია
ასაკი: 62 წლის
ტელ: 21 80 82
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის II მრ/რ, III კვ. VI-კორპ.VII სართ. ბინა 28

ნატვრა: ჩემი ნატვრაა დივიდი. იმედს ვიტოვებ რომ, გულთან მიიტანთ შვილმკვდარი დედის თხოვნას, დამეღუპა 29 წლის ქალიშვილი, მსახიობი, მაქვს კასეტები, დავდიოდი მეზობლებთან და ვუყურებდი ჩემს შვილს, ტირილისგან თავს ვერ ვიკავებდი, ახლა კი მერიდება მათი შეწუხება. ამასობაში გამიფუჭდა 7-8 კასეტა. ახლა 1 მაქვს რომელსაც ვინახავ. უმორჩილესად გთხოვთ დივიდის, რათა აღვადგინო დისკზე. ნუ გამკიცხავთ. წინასწარ უღრმესი მდლობა. გფარავდეთ უფალი. ამინ!
 


სახელი: თამარ
გვარი: მარგიშვილი
ასაკი: 18 წლის
ტელ: 21 22 24
მისამართი: თბილისი, ბალანჩივაძის ქ.#20

ნატვრა: წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში. 3 თვის უკან მამა გარდამეცვალა. დედაჩემი ჩემი სწავლის ფულს ძლივს იხდის, არადა ძალიან მინდა მქონდეს ბიბლია. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან რელიგიური გავხდი. ბიბლია კი არ მაქვს. კიდევ ძალიან მიყვარს აკაკი ბაქრაძე. მისი 8 ტომეული გამოვიდა და ძალიან ძვირი ღირს. იქნებ ვინმემ ნატვრა ამისრულოს და აკაკი ბაქრაძის ტომები და ბიბლია მაჩუქოს. დიდი მადლობა წინასწარ.
 


სახელი: ბაბალე
გვარი: ჭინჭარაული
ასაკი: 64 წლის
ტელ: 895 25 79 26
მისამართი: სოფ. ახალი გამარჯვება, სტალინის #21

ნატვრა: ვარ 64 წლის ინვალიდი ქალი. მაქვს რევმატიული ართრიტი, არ შემიძლია სარეცხის რეცხვა, ძალიან მინდა სარეცხის მანქანა. ეს იქნება ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება. ძალიან გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა. წინასწარ გიხდით მადლობას
 


სახელი: ელენე
გვარი: დავითინიძე
ასაკი: 70 წლის
ტელ: 61 56 70
მისამართი: თბილისი

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, სახლში მქონდეს სისხლში შაქრის გასაზომი და წნევის აპარატი. ვარ დიაბეტიანი, არ მყავს მეუღლე, შვილიც დამეღუპა აფხაზეთის ომში, მას შემდეგ ვარ დიაბეტით დაავადებული. ვერ დავდივარ, ექიმთანაც ვერ მივდივარ ანალიზის ასაღებად. იმედი მაქვს კეთილი ხალხი გაითვალისწინებს ჩემს მდგომარეობას და ამისრულებენ ჩემს ოცნებას. გფარავდეთ ღმერთი და უფალი, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
 


სახელი: იმა
გვარი: ლობჟანიძე
ასაკი: 45 წლის
ტელ: 61 28 05
მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზ.#19ა

ნატვრა: ჩემი ნატვრა ჩემი შვილების ნატვრის ახდენაა. 8 წლის დაჩი და 6 წლის მარიამ ლოლუები ოცნებობენ პატარა ფერად ტელევიზორსა და მობილურ ტელეფონებზე, რომლითაც დედა ხშირად დაუკავშირდება ხოლმე, როდესაც დედა მუშაობს და ისინი სახლში მარტონი არიან. ღმერთმა დალოცოს Qთქვენი კეთილშობილური საქმენი!
 


სახელი: თეიმურაზ
გვარი: ზამბახიძე
ასაკი: 61 წლის
ტელ: 5 57 69
მისამართი: ჭიათურა, სტალინის ქ#100

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, ვიყო ჯანმრთელი, რასაც ვერასდროს ვეღირსები. ამიტომ გევედრებით, გაუიოლოთ, ლოგინად ჩავარდნილის მოვლა ჩემს მომვლელს, ჩემს მეუღლეს და აგვისრულეთ დიდი ხნის ნატვრა _ სარეცხი მანქანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
 


სახელი: გრიგოლ
გვარი: ბერუჩაშვილი
ასაკი: 76 წლის
ტელ: 95 79 69
მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ#132

ნატვრა: ვცხოვრობთ ორი უპატრონო მოხუცი. მეუღლე საწოლსაა მიჯაჭვული. ვითვლით სიცოცხლის ბოლო წუთებს, ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე, არც რადიო, არც ტელევიზორი არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ ვინმე ღვთისნიერი ადამიანი გვაჩუქებს ფერად, პულტიან ტელევიზორს. გფარავდეთ ღმერთი.
 


სახელი: ალექსანდრე
გვარი: ლილუაშვილი
ასაკი: 94 წლის
ტელ: 39 77 00
მისამართი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 18/40

ნატვრა: მე-9 თვეა გაფუჭებული მაქვს გაზქურა და იქნებ ახალი მაჩუქოთ. იქნებ გამიწიოთ დახმარება უმწეო, მეორე ჯგუფის ომის ინვალიდს, სანამ გავიგუდებოდე. ვიმედოვნებ ღვთისნიერი ადამიანები გამოიჩენენ ქველმოქმედებას და ამისრულებენ ნატვრას.
 


სახელი: ნიკა
გვარი: არუნაშვილი
ასაკი: 9 წლის
ტელ: 58 27 56
მისამართი: თბილისი, გლდანის VII მ.რ. კ.6ა ბინა 27

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, ჩემს ბებიას დაბადების დღეზე ვაჩუქო სისხლში შაქრის შემცველობის საზომი აპარატი. ერთი ბებია დიაბეტით დამეღუპა. მინდა რომ მეორე ბებიას მაინც გაუხანგძლივდეს სიცოცხლე. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. გფარავდეთ ღმერთი.
 

გვერდები: [წინა]  ...  16  17  18  19  20   ...  [შემდეგი] 

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!