მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                 ნატვრები

სახელი: ხატია
გვარი: ზურაბიშვილი
ასაკი: 18 წლის
ტელ: -
მისამართი: სიღნაღის რ-ნი, სოფ. ანაგა

ნატვრა: ვარ ობოლი, არ მყავს დედ-მამა, მყავს 83 წლის პენსიონერი ბებია. ჩემი ნატვრაა, გვქონდეს ფერადი ტელევიზორი. ჩვენ ვერ შევიძენთ მას, რადგან ბებიის პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ძალიან გთხოვთ, მაჩუქოთ ფერადი ტელევიზორი.
 


სახელი: იანაზი
გვარი: ნახუცრიშვილი
ასაკი: 61 წლის
ტელ: 63 38 30
მისამართი: თბილისი, თემქა, III-მკ.რ Vკვ. 23-ე კორპ. ბ#3

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხი მანქანა, რომლის ყიდვის საშუალება არ მაქვს. ვარ I ჯგ. ინვალიდი, მარტოხელა. დავდივარ ყავარჯნებით. იმდენად შეზღუდული მაქვს მოძრაობა, რომ სახლიდან ვერ გავდივარ. გთხოვთ შემისრულოთ ეს ნატვრა.
 


სახელი: ალექსანდრე
გვარი: მესხიშვილი
ასაკი: 48 წლის
ტელ: 898 27 34 46
მისამართი: თბილისი, მუხრანის ქ.#13

ნატვრა: ვარ დიაბეტით დაავადებული, I ჯგ. ინვალიდი. რამდენიმე თვის წინ ინსულტი მივიღე, დამეკარგა მხედველობა ორივე თვალში. მესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა. მართალია მაქვს სადაზღვეო პოლისი, მაგრამ არ მაქვს მედიკამენტების შეძენის საშუალება. ჩემი ნატვრაა, მქონდეს მკურნალობის საშუალება, მომეცეს წამლის ყიდვის შესაძლებლობა, რომ სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც გავიხანგრძლივო.
 


სახელი: ნიკა და გიგა
გვარი: ჯავახიშვილები
ასაკი: 4 წლის
ტელ: 893 36 15 29
მისამართი: გორი. სოხუმის ქ. #2

ნატვრა: ტყუპი ძმები ნიკა და გიგა ცხოვრობენ მიწურ სახლში. გიგას მოძრაობა არ შეუძლია, ნიკას აქვს მხედველობის პრობლემა. მათი ნატვრაა ჰქონდეთ ტელევიზორი, რათა უყურონ მულტფილმებს. პატივისცემით "ინვალიდთა კლუბი"
 


სახელი: შალვა
გვარი: ჭინჭარაძე
ასაკი: 81 წლის
ტელ: 8 (24) 19 37 17
მისამართი: რუსთავი

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს თუნდაც ნახმარი მაცივარი, რათა შევინახო ძლივს გაკეთებული კერძი ჩემთვის და ჩემი უსინათლო მეუღლისთვის. ყოველდღე მომზადება ძალიან მიჭირს. წინასწარ გიხდით მადლობას. გისურვებთ ტკიბილსა და ნათელ სიბერეს
 


სახელი: მარინე
გვარი: კოპაძე
ასაკი: 39 წლის
ტელ: 8 (270) 7 72 81
მისამართი: გორი, შინდისის გზატკეცილი 15-40

ნატვრა: მყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ. შემიძლია ნამცხრების და ტორტების ცხობა და ამით შემოსავლის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს გაზქურა. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ამიხდინოთ ეს ოცნება. წინასწარ გიხდით მადლობას.
 


სახელი: ზაქარია
გვარი: ძულიაშვილი
ასაკი: 83 წლის
ტელ: 855 12 52 24; 899 36 03 84
მისამართი: გურჯაანის რ-ნი

ნატვრა: ვარ II მსოფლიო ომის მონაწილე. ჩემი ბარათის წამკითხველს, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, კარგ სმენას და მხედველობას. ძნელია სიბერე, ძალიან დამაკლდა სმენა და მხედველობა. ეზოს შემოსასვლელ კარებთან ძაღლი მიბია _ მომსვლელს დაჰყეფს და ამით ვიგებ, რომ ჩემთან ვიღაცას საქმე აქვს. ვნატრობ, მქონდეს მოსასმენი აპარატი. იქნებ ვინმე გამოჩნდეს და ნატვრა ამისრულოს.
 


სახელი: გვანცა
გვარი: მარტიაშვილი
ასაკი: 14 წლის
ტელ: 96 87 13
მისამართი: თბილისი, ბაგრატიონის 64

ნატვრა: ჩემნაირ ბავშვებს ინვალიდებს უწოდებენ, ჩემი დედა და ბებო კი ღვთის საჩუქარს მეძახიან. არც ისე პატარა ვარ, რომ ვერ მივხვდე, როგორ უჭირს დედას და ბებიას ჩემი მოვლა. დედა მთელი დღე გასულია, ბებოს კი ჩემს მოვლასთან ერთად უამრავი საქმე აქვს. მე ვერაფრით ვეხმარები და გული მტკივა. მინდა გთხოვოთ სარეცხი მანქანა ბებოსთვის, ძალიან მინდა გავახარო და გთხოვოთ დამეხმაროთ.
 


სახელი: მარიამ
გვარი: სირაძე
ასაკი: 10 წლის
ტელ: 69 51 81
მისამართი: თბილისი, კურნატოვსკის # 46

ნატვრა: ვიოლინოს დაკვრას ვსწავლობ მესამე წელია. არ მაქვს ვიოლინო. დედა პენსიონერია, ოჯახში კი მხოლოდ მე და დედა ვართ. ნატვრის თვალს ვთხოვ ნახევარი ზომის ვიოლინოს და ტელევიზორს, რომელიც ორი წელია აღარ მაქვს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარება. ღმერთი მოწყალეა!
 


სახელი: ლამარა
გვარი: ჩხეიძე
ასაკი: 78 წლის
ტელ: 22 62 34
მისამართი: ბაღდათის რაიონი, ქვ. დიმი

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მობილური ტელეფონი. რადგან ხშირად მარტო ყოფნა მიხდება და ცუდად რომ გავხდე, გადავურეკო შვილებს ან სასწრაფოს. წინასწარ გიხდით მადლობას.
 

გვერდები: [წინა]  ...  21  22  23  24  25  ...  [შემდეგი] 

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!