მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                 ნატვრები

სტატუსი: ასრულებულია!

სახელი: ეთერ
გვარი: მკერვალიძე
ასაკი: 69 წლის
ტელ: 895 39 03 65
მისამართი: დედოფლისწყარო

ნატვრა: შვიდი წელია, ლოგინად ვარ ჩავარდნილი, უექიმოდ და უწამლოდ. წამლის მაგივრობას მიწევს ნათხოვარი სასულიერო ლიტერატურის კითხვა. ჩემი ნატვრაა: ბიბლია, წიგნი მამა გაბრიელზე, საქართველოს დიდი მეფეები, გეოგრაფიული ატლასი, იაკობ გოგებაშვილის დედაენის განახლებული გამოცემა, ქართველ წმინდა მამათა ცხოვრება. და ჩემი შვილიშვილებისთვის ფერად ტელევიზორს ვინატრებდი.
 


სახელი: ნორა
გვარი: ოზაშვილი
ასაკი: 81 წლის
ტელ: 68 90 66
მისამართი: თბილისი, გლდანის III მრ/რ, 4 კორპ. ბ.10

ნატვრა: ჩემო ძვირფასებო, ჩემი ნატვრაა 3 კუბ. შეშა. უკვე ძალიან მცივა. ვხმარობ მხოლოდ შეშის ღუმელს. გთხოვთ, კეთილო ხალხო, რომ დამეხმაროთ. გფარავდეთ ღმერთი.
 


სახელი: ლედი
გვარი: მენაბდე
ასაკი: 8 წლის
ტელ: 893 15 89 16
მისამართი: თბილისი, ავჭალა, რიონის I შესახვევი #8

ნატვრა: ხუთი წელია, დედ-მამა ავტოკატასტროფაში დამეღუპა. ვარ მხოლოდ ავადმყოფი ბებიას იმედზე. ჩემი ნატვრაა, სარეცხი მანქანა მქონდეს. გთხოვთ, ნატვრა ამისრულოთ. თქვენი იმედი მაქვს, წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.
 


სახელი: რუსუდან
გვარი: გოგონაძე
ასაკი: 51 წლის
ტელ: -
მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიკეას I შესახვევი, სახლი 9, ოთახი 2

ნატვრა: ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე ძალიან ხელმოკლედ. ჯართის ძებნაში აღამებს ჩემი მეუღლე, ძალიან გვიჭირს. არ მაქვს გაზქურა. ჩემი ნატვრაა, თუ შესაძლებელია ახალი გაზქურა, რომ თავი ცოტა უკეთ ვიგრძნოთ. დიდი მადლობა.
 


სახელი: მაია
გვარი: მორბედაძე
ასაკი: 45 წლის
ტელ: 893 42 60 34
მისამართი: სოფ. ფოლადაანთ კარი

ნატვრა: ფერად ტელევიზორს ვნატრობდი, მაშინ როცა შავ-თეთრი მქონდა, ზედმეტი მომივიდა და დავისაჯე კიდეც, დიდი დენი მოვარდა და ეს შავ-თეთრიც დამიწვა. ზამთარი ახლოვდება და ბევრი დარდის და გაჭირვების გადატანა მომიწევს, უტელევიზოროდ კი უფრო გამიჭირდება, ტელევიზორი ხომ მაინც დროებით დამავიწყებდა დარდს. ახლა ჩემი ნატვრაა შავ-თეთრი ტელევიზორი, თუნდაც ყველაზე პატარა. უფალი შეგეწიოთ ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროექტის განხორციელებაში, შეიძლება ნატვრა არ შემისრულდეს მაგრამ იმედი ხომ მაინც მომეცა.
 


სახელი: ელენე
გვარი: ჯიშკარიანი
ასაკი: 31 წლის
ტელ: 75 37 64
მისამართი: თბილისი, კრწანისის ქ.#3, II კ. 8, 4.

ნატვრა: რამდენი წელია, გაზის გამათბობელზე ვოცნებობ, რომ ჩემს გოგონას ხელები აღარ გაუცივდეს მეცადინეობის დროს. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ დამეხმაროთ. გფარავდეთ ღმერთი
 


სახელი: ზაალ
გვარი: ცხონდაია
ასაკი: 70 წლის
ტელ: 877 48 76 48
მისამართი: ზუგდიდი, გორკის ქ.# 23

ნატვრა: ჩემი თხოვნაა, გვაჩუქოთ ერთი ცალი ინვალიდის ეტლი. ჩემი ინვალიდი ბავშვებისათვის, რითაც გავახარებთ ჩემს პატარა ინვალიდებს. წინასწარ გიხდით მადლობას, გფარავდეთ ღმერთი.
 


სახელი: ივანე
გვარი: ქარჩავა
ასაკი: 89 წლის
ტელ: 855 68 26 34
მისამართი: ზუგდიდი, ინგირი

ნატვრა: ვარ სამამულო ომის ვეტერანი, იანვარში გვიხდება ქორწინების 60 წლის თავი. ვნატრობ ფერად ტელევიზორს, რომ გავახარო ჩემი მეუღლე. პენსია არ გვყოფნის, სულ 6 სული ვართ ოჯახში. ყველა უმუშევარი. თუ ამისრულდება ეს ნატვრა ბედნიერი ვიქნები, მადლობა წინასწარ.
 


სახელი: ლილი
გვარი: მეგენეიშვილი
ასაკი: 75 წლის
ტელ: -
მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, III კვ. VII კორპ. ბინა #5

ნატვრა: ვარ უაღრესად გაჭირვებული, არის შემთხვევა, პურის ფულიც არ მქონია. გთხოვთ, წყლის გამათბობელი თერმექსი მაჩუქოთ. ვარ მარილებით დაავადებული
 


სახელი: ნიურა
გვარი: სილაგაძე
ასაკი: 67 წლის
ტელ: 9 64 48
მისამართი: ქუთაისი, გუნის 51

ნატვრა: ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი. მაქვს მძიმე ეკონომიური პირობები, გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ გაზქურა, რათა ავადმყოფმა საჭმელი გავიკეთო. თქვენი დიდი იმედი მაქვს, ღმერთი გფარავდეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
 

გვერდები: [წინა]  ...  21  22  23  24  25  ...  [შემდეგი] 

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!