სტატუსი: ასრულებულია ანონიმი ფორუმელის მიერ!
სახელი: სოფიო
გვარი: ოთარაშვილი
ასაკი: 18 წლის
ტელ: 96 68 00
მისამართი: თბილისი, მიზნიაშვილის ქ.#35
ნატვრა: ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის წევრი, მყავს მძიმე ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი უსინათლო დედა. წარჩინებული მოსწავლე წელს სტუდენტი გავხდი. მუდამ ვოცნებობ და გულით მსურს მობილური ტელეფონი, რომ უნივერსიტეტში წასულმა ხშირად ვაკონტროლო დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა და ამით შემიმსუბუქოთ დარდი.
სახელი: რევაზ
გვარი: ხუხუნაშვილი
ასაკი: 81 წლის
ტელ: 899 13 71 86
მისამართი: გარდაბანი
ნატვრა: ვარ ომის ვეტერანთან გათანაბრებული პენსიონერი, მეუღლე შრომის ვეტერანი, ამჟამად ავადმყოფია, ლოგინს მიჯაჭვული. შეუღლებიდან შეგვისრულდა 50 წელი. უსახსრობის გამო იუბილე ვერ გადავიხადეთ. დიასახლისობა მე მაკისრია და მიჭირს გაძღოლა. მქონდა სარეცხი მანქანა და გაფუჭდა. ვნატრობ მის შეცვლას ახლით. ველი თქვენს ყურადღებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მადლობა ყურადღებისათვის.
სახელი: ნიკოლოზ
გვარი: ბედიაშვილი
ასაკი: 8 წლის
ტელ:
მისამართი: თბილისი, გლდანის VII მკ/რ, კორპ.XII, VI სადარბაზო. ბინა 129
ნატვრა: ვარ ხუთოსანი, მაქვს ნატვრა მყავდეს ველოსიპედი, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ღმერთი გფარავდეთ.
სტატუსი: ასრულებულია!
სახელი: გიორგი
გვარი: რაზმაძე
ასაკი: 59 წლის
ტელ: 33 34 41
მისამართი: თბილისი, ჩიქოვანი-ბალანჩივაძის ქ#22
ნატვრა: დიდი ხანი შეყვარებული ვარ გია ყანჩელის მუსიკაზე. ვეძებ თბილისის ბევრ მაღაზიასა თუ ბაზრობაზე, მაგრამ ამაოდ. გთხოვთ მაშოვნინოთ (მზად ვარ ფულიც გადავიხადო) სიმფონიურ მუსიკა კასეტებზე და DVD-ზე. გიხდით მადლობას.
სახელი: დიანა
გვარი: სეხნიაშვილი
ასაკი: 26 წლის
ტელ: 899 22 54 63
მისამართი: ხაშური, ქვიშხეთი
ნატვრა: გამარჯობათ, ვარ 27 წლის ახალგაზრდა გოგონა, მყავს მეუღლე და 1 შვილი. ძალიან მინდა მქონდეს მტვერსასრუტი, რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოვიყვანო სახლი წესრიგში ყოველდღიურად, თორემ სამსახურთან ერთად დროში ძალიან ვიზღუდები. წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ.
სახელი: მიშიკო
გვარი: ცხადაია
ასაკი: 14 წლის
ტელ: 2 89 21
მისამართი: ფოთი, ლერმონტოვის #15
ნატვრა: ნატვრის თვალო, ნატვრის თვალო,
კეთილო და საოცარო,
რა იქნება ჩემი ნატვრაც
ფერიამდე მიიტანო.
დამეხმარეთ, ჩემს დედიკოს
ავუხდინო ოცნება -
მაცივარზე ისე ნატრობს
სიზმარშიც ელანდება.
წინასწარ გიხდი მადლობას.
სახელი: როზა
გვარი: კვიტატიანი
ასაკი: 54 წლის
ტელ: 855 16 17 37
მისამართი: ქუთაისი
ნატვრა: 14 წელია ვნატრობ, მქონდეს მაცივარი. ვარ აფხაზეთიდან დევნილი, II ჯგუფის ინვალიდი. მეუღლეც II ჯგუფის ინვალიდია. მყავს შვილები და შვილიშვილები. ოჯახში ვცხოვრობთ ექვსი სული _ ყველა უმუშევარი. ვცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში. გთხოვთ, ამიხდინოთ ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
სახელი: აკაკი
გვარი: მიქანაძე
ასაკი: 16 წლის
ტელ: 77 10 59
მისამართი: თბილისი, წერნაკის შესახვევი. #1ბ
ნატვრა: ვარ იტალიის უდიდესი ფანი, მიყვარს ყველაფერი, რაც კი იტალიურია(თუნდაც ის რაიმე უაზრო იყოს); ძალიან მინდა ის კასეტა, სადაც ჩაწერილი იქნება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მაჩტი. სად არ ვეძებე და მოვიკითხე, მაგრამ ვერსად მივაგენი ასეთ კასეტას. ძალიან ძალიან გთხოვთ და გევედრებით, მიშოვნოთ ეს კასეტა. წინასწარ გიხდით მადლობას! ღმერთი გფარავდეთ!
სახელი: ლაშა
გვარი: შენგელია
ასაკი: 16 წლის
ტელ: 899 18 45 57
მისამართი: სამტრედია, სოფ. ღანირი
ნატვრა: ჩემი ნატვრაა XI კლ. სასწავლო წიგნები: ქართული, ისტორია, რუსული, გერმანული, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, სახელმწიფო. ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან. პატარა ძმა VIII კლასშია, არ გვაქვს საშუალება შევიძინოთ ძვირად ღირებული წიგნები. დღემდე ვიწერ გაკვეთილებს, მაგრამ გადაწერა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. როგორც ბავშვს, ძალიან ბევრი ნატვრა მაქვს. ბედნიერი ვიქნები ერთი მაინც რომ ამისრულდებოდეს და ეს იქნებოდა ,,სასწავლო წიგნები”. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: ნიკოლოზ
გვარი: ანთაძე
ასაკი: 54 წლის
ტელ: -
მისამართი: თბილისი, კოსტავას 22, ბინა 11
ნატვრა: ვარ მარტოხელა უპატრონო ინვალიდი, გარდამეცვალა ყველა ახლობელი, ვარსებობ პენსიის და კეთილი მეზობლების დახმარებით. ჩემი ნატვრაა გაზის მრიცხველი, რისი უქონლობის გამოც არ მაქვს გაზი, გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა და შემიმსუბუქოთ გაჭირვება.
|