მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                 ნატვრები

სახელი: ელენე
გვარი: ჯიშკარიანი
ასაკი: 31 წლის
ტელ: 75 37 64
მისამართი: თბილისი კრწანისის 31, II კორ, ბინა 4

ნატვრა: ნატვრის ბარათის დახმარებით ბევრს აუხდა ოცნებები. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელმოკლე ოჯახებს ეხმარება. მინდა, ჩემი ნატვრაც გაგანდოთ. მყავს 8 წლის გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა და ცეკვა. მინდა ოცნება ავუხდინო და დაბადების დღეზე მუსიკალური ცენტრი ვაჩუქო. დამეხმარეთ, ჩემი გოგონას გული გავახარო.
 


სახელი: ცისანა
გვარი: მოსიაშვილი
ასაკი: 59 წლის
ტელ: 29 11 55
მისამართი: თბილისი ბაგები, წყნეზთის გზატკეცილი 34ა

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, ამისრულოს ჩემი საოცნებო სარეცხი მანქანა ჩემმა საყვარელმა მკითხველმა. მე მაქვს გაკეთებული რთული ოპერაცია თავში. ძალიან მჭირდება საოჯახო საქმიანობაში, შვილების პატრონი ვარ და უარავი საქმე მიჭირს საკეთებლად და სარეცხად, მიჭირს მძიმის აწევა, თავის დახრა, მძიმე სარეცხის გაწურვა. იმედი მაქვს, 60 წელი მისრულდება წელს და აუცილებლად ბედი გამიღიმებს.
 


სახელი: ანზორ
გვარი: ხონელიძე
ასაკი: 68 წლის
ტელ: 27 59 32
მისამართი: თბილისი, ვარკეთილი 3

ნატვრა: გამარჯობათ. არ მჯეროდა ნატვრის ასრულების. ახლა მჯერა და ჩემი დიდი ხნის ნატვრას გიმხელთ. ვარ პენსიონერი, 68 წლის კაცი, ჩემს მეუღლეს მოძრაობა ძალიან უჭირს სახსრების გამო. მისი გამრთობი პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი იყო, ისიც მწყობრიდან გამოვიდა _ ეკრანი გარბის. თქვენი და მკითხველის გულისხმიერებით იქნებ მეუღლე გავახარო. გფარავდეთ უფალი.
 


სახელი: ენდი
გვარი: ნიკოლაიშვილი
ასაკი: 72 წლის
ტელ: 899 32 98 07
მისამართი: ოზურგეთი, სოფელი მაკვანეთი

ნატვრა: ჩემი ნატვრაა სმენის აპარატი, მაქვს სმენა დაქვეითებული. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა და გამხადეთ სიტყვის გაგონების ღირსი. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, დამეხმაროთ და სიკვდილამდე თქვენი მლოცველი ვიქნები. ღმერთი გფარავდეთ ყველა კეთილისმყოფელს.
 


სახელი: ნინო
გვარი: ბახტაძე
ასაკი: 32 წლის
ტელ: 893 21 20 14
მისამართი: თბილისი ვ/ფ 3 კვ. 24 კორ.

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, ჩემს პატარა გოგონას, დეიკოს, აუხდეს ოცნება და შეიძინოს ახალი მეგობარი, ოქროსფერი ლაბრადორის ლეკვის სახით. ადრე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ აზრი შევიცვალე... დეიკოს მთელი გულით უნდა ეს ლეკვი.
 


სახელი: თამარ
გვარი: ჩაკვეტაძე
ასაკი: 60 წლის
ტელ: 62 25 75
მისამართი: თბილისი, ლიბანის 5, I სად.

ნატვრა: ვარ პროვიზორი, მჭირდება აუცილებლად წიგნი "პრაქტიკული ფარმაკოთერაპია". გთხოვთ, ამისრულოთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.
 


სახელი: ვახტანგ
გვარი: მკერვალიშვილი
ასაკი: 51 წლის
ტელ:
მისამართი: ქუთაისი, სერგი მესხის II შეს. #1

ნატვრა: ვარ I ჯგუფის ინვალიდი, ხერხემლის ტრავმით, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. ზამთარში გაზის გამათბობლის არ ქონის გამო, მიწევს მთელი დღე საწოლში გატარება. იქნებ დამეხმაროთ და ნატვრა ამისრულოთ და მაჩუქოთ გაზის გამათბობელი საშუალო სიმძლავრის.
 


სახელი: ნინო
გვარი: ჩიკაშუა
ასაკი: 46 წლის
ტელ:
მისამართი: ლანჩხუთი, მარჯანიშვილის ქ.#25

ნატვრა: ვარ ხუთი შვილის დედა, აქედან გამომდინარე, უამრავი ნატვრა მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვინატრებდი, რომ მქონდეს ფერადი ტელევიზორი, ამით ჩემს შვილებს ძალიან გავახარებდი. უფლისა და კეთილი ადამიანების იმედით, ვიმედოვნებ რომ ეს ნატვრა ამისრულდება.
 


სახელი: სოსო
გვარი: ბაჩიაშვილი
ასაკი:
ტელ: 8 (249) 2 26 88
მისამართი: ახმეტა, რუსთაველის #1

ნატვრა: ჩემი ერთადერთი ოცნებაა, მქონდეს დიდი ველოსიპედი. ამ ნატვრის გამხელას მშობლებთან ვერ გავბედავდი, რადგან ვიცი, მათ არ აქვთ საშუალება, რომ მიყიდონ. ახლა კი მომეცა შანსი, რომ ამიხდეს ნატვრა. ძალიან გთხოვთ, ვისაც შეუძლია მაჩუქოთ, მადლიერი დაგრჩებით. ღმერთი გფარავდეთ.
 


სახელი: არონი
გვარი: ბერაძე
ასაკი: 70 წლის
ტელ: 899 32 88 40
მისამართი: ზუგდიდი, სოფელი ბაში

ნატვრა: ჩემი ნატვრაა 20 ოქტომბერს - დაბადების დღეზე სიურპრიზი გავუკეთო ჩემს მეუღლეს, ლოგინზე სამუდამოდ მიჯაჭვულს _ ინვალიდის ეტლი და ფერადი პულტიანი ტელევიზორი ვაჩუქო, რომ თვითონ ჩართოს და გამორთოს, თუნდაც იყოს მეორადები. ღმერთმა ისე აგიხდინოთ თქვენ ყველას ნატვრა და ოცნება, როგორც ამიხდენენ მე. დიდი მადლობა.
 

გვერდები: [წინა]  ...  11  12  13  14  15  ...  [შემდეგი] 

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!