სახელი: გიორგი
გვარი: მიმინოშვილი
ასაკი: 14 წლის
ტელ: 6 41 64
მისამართი: ქუთაისი, მესხის ქ.#13
ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი. ველოსიპედზე ბავშობიდან ვოცნებობ და ეს დიდი ხნის სურვილი მინდა თქვენი დახმარებით შემისრულდეს. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: ნინა
გვარი: მეგრელიშვილი
ასაკი: 80 წლის
ტელ: 27 52 52
მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ზედუბანი
ნატვრა: ვარ მარტოხელა მოხუცი, ძალიან განვიცდი მარტოობას. თურმე ყოფილან მადლიანი ადამიანები, რომლებიც უსრულებენ ნატვრას გაჭირვებულ ადამიანებს, გეხვეწებით, მაჩუქეთ ტელევიზორი ან რადიო. წინდაწინ გიხდით მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
სახელი: ნაილი
გვარი: ლომიძე
ასაკი: 44 წლის
ტელ: 4 06 63
მისამართი: ხაშური, სულხან-საბა ორბელიანის ქ.#32
ნატვრა: ვარ ლოგინს მიჯაჭვული. მივლიან 70 წელს გადაცილებული მშობლები, პენსიონერები. ბევრს უსრულებთ სურვილებს და იქნებ მეც შემისრულოთ ერთი ნატვრა, რომ დედაჩემს გაუადვილდეს რეცხვა. მინდა სარეცხი მანქანა. წინასწარ გიხდი მადლობას.
სახელი: დათო
გვარი: გაბური
ასაკი: 12 წლის
ტელ: 899 49 18 09
მისამართი: დუშეთი
ნატვრა: ჩემი და ჩემი ძმის ოცნება და მიზანია გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონები ძიუდოში, ძალიან გვინდა გვქონდეს კარგი კიმონოები და სპორტული ჩანთები. პირობას ვდებთ, როცა მიზანს მივაღწევთ, ჩვენც ბევრ ბავშვს ავუსრულებთ ნატვრას. ყველას წინასწარ გიხდით მადლობას! გფარავდეთ უფალი!
სახელი: მარინა
გვარი: ჩიხლაძე
ასაკი: 62 წლის
ტელ: 23 12 70
მისამართი: თბილისი, კეკელიძის ქ#25, VI სად. II სართ. ბინა 152
ნატვრა: ჩემი ნატვრაა ,,ხადულკა” (ჭოჭიალა). ვარ მარტოხელა პენსიონერი, სპეციალობით ექიმი კარდიოლოგი, ექვსი თვეა მწოლიარე ვარ. მაქვს მარჯვენა ფეხის ბარძაყის თავის მოტეხილობა, საშუალება არ მაქვს შევიძინო ,,ხადულკა” რომელიც მომცემს საშუალებას ცოტა მაინც გავიარო. გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა, დიდ მადლობას გიხდით.
სახელი: სერგო
გვარი: გოგობერიძე
ასაკი:
ტელ: 4 39 29
მისამართი: ხაშური. სააკაძის ქ.#13
ნატვრა: სარეცხის მანქანა მრავალჯერ ვინატრეთ და იქნებ აგვისრულოთ ნატვრა. ჩემი მეუღლე ბავშვს ელოდება. მას მარჯვენა ხელზე პარეზი აქვს და რეცხვა დიდ სირთულეებს უქმნის. მე მინდა დამეხმაროთ და სიურპრიზი გავუკეთო. ამით დიდ დახმარებას გავუწევ. თქვენი გულმოწყალების იმედად ვიქნები.
სახელი: თამარ
გვარი: გოქაძე
ასაკი: 80 წლის
ტელ: 32 62 75
მისამართი: ვაჟა-ფშაველას III კვ. VIII კორპ. ბინა 25
ნატვრა: ჩემი ნატვრაა წნევის აპარატი.
სახელი: ენდი
გვარი: ნიკოლაიშვილი
ასაკი: 72 წლის
ტელ: -
მისამართი: მახარაძე, სოფ. მაკვანეთი
ნატვრა: ჩემი ნატვრაა მაჩუქოთ ყურს სასმენი აპარატი. იმედი მაქვს, ამ ნატვრას ამისრულებენ კეთილი ადამიანები. დიდ მადლობას ვუხდი, ვინც გამომეხმაურება. უფალი იყოს თქვენი შემწე. გთხოვთ, ძალიან მიჭირს და დამეხმარეთ.
სახელი: გიორგი
გვარი: ვეშაპური
ასაკი: 15 წლის
ტელ: 898 18 38 07
მისამართი: გორი, სოფ. პატარა გარეჯვარი
ნატვრა: მე და ჩემს ძმას არაკაცებმა მოგვიკლეს მამა. მას შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება. ოჯახის სიმძიმე დედას დააწვა მხრებზე, რის გამოც ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. ჩვენც ბევრ რამეზე გვრჩება თვალი, მაგრამ ყველაზე მეტად ვინატრებდი დედასთვის სარეცხ მანქანას. იქნებ ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს შრომა. ღმერთმა დაგლოცოთ.
სახელი: ეთერ
გვარი: თოდუა
ასაკი: 78 წლის
ტელ: 5 10 62
მისამართი: ზუგდიდი. სტალინის ქ.#7/13
ნატვრა: ფიზიკურად კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ბოლო დროს ყურთა სმენა დამაკლდა. ვინატრებ ყურსსასმენ აპარატს. თუ ამიხდენთ ოცნებას, რომლის ასრულება ჩემი მიზერული პენსიით არ შემიძლია, მადლობელი დაგრჩებით. წინასწარ გიხდით მადლობას.
|