მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                 ნატვრები

სახელი: ნაზი
გვარი: ადამაშვილი
ასაკი: 66 წლის
ტელ: -
მისამართი: თბილისი, აგრარული უნივერსიტეტის დას. კორპ. 2, ბინა 7

ნატვრა: ჩემი ნატვრაა მწოლიარე ქმარ-შვილისათვის (ქმარი ასთმიანია, შვილი ციროზით დაავადებული) მქონდეს ზამთრისთვის შეშა, რომ სიცივით არ დამეხოცნენ. თუ ეს შეუძლებელია ვინატრებდი ტელევიზორს, გაერთობიან და დარდს დაივიწყებენ დროებით მაინც... ვნატრობ, კეთილი ადამიანების სახით იქნებ მშველელი გამომიჩნდეს. იმედი მაქვს თქვენი დახმარების.
 


სახელი: მაყვალა
გვარი: ნადირაძე
ასაკი: 67 წლის
ტელ: 61 28 90
მისამართი: ქსნის ქ.#12 ბ. 42

ნატვრა: გამარჯობათ, მსმენია რომ თქვენ ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს უსრულებთ ნატვრას. იქნებ მეც გამიღიმოს ბედმა და თქვენი წყალობით გამოქვეყნდეს ჩემი ოცნება ფერადი ტელევიზორი. გთხოვთ დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში. ღმერთი გფარავდეთ ყველგან და ყველაფერში.
 


სახელი: გოგა
გვარი: მინდიაშვილი
ასაკი: 12 წლის
ტელ: 895 60 58 44
მისამართი: გრიბოედოვის ქ.#6

ნატვრა: ვარ VIII კლასელი. მყავს ორი უფროსი და. ერთი სტუდენტია, მეორე XI კლასის მოსწავლე. მშობლებს სამსახური არ აქვთ. ბინის ქირას გაჭირვებით ვიხდით. ვხვდები, რომ წელსაც ვერ გვიყიდიან მე და ჩემს დას სასწავლო წიგნებს. ჩემი ნატვრაა შეგვიძინოთ სახელმძღვანელოები. ვიცი, რომ ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა და ღვთისნიერი, რჩეული ადამიანების მეშვეობით აუცილებლად დამეხმარება. წინასწარ გიხდით მადლობას.
 


სტატუსი: ასრულებულია ფორუმელ Sally-ს მიერ!

სახელი: სოფიკო
გვარი: გელაშვილი
ასაკი: 18 წლის
ტელ: 39 64 73
მისამართი: თბილისი

ნატვრა: ძალიან მინდა მქონდეს ბიბლია, რომლის ყიდვის საშუალება არა მაქვს. მჯერა, ჩემს ოცნებებსაც შეესხმება ფრთები.
 


სახელი: ავთო
გვარი: გაგუა
ასაკი: 11 წლის
ტელ: 893 56 48 35
მისამართი: ქ. სამტრედია, კაკაბაძის 33

ნატვრა: ჩემი ბავშვური დაუდევრობის მსხვერპლი ვარ. გავიპარე საბანაოდ და მარჯვენა ფეხის ტერფი დავკარგე. ახლა ინვალიდი ვარ და ვერ ვმოძრაობ, მესაჭიროება პროტეზის მორგება, დედას კი საშუალება არა აქვს ექიმთან მიმიყვანოს სადაც უფასოდ დამეხმარებიან. იქ სიარულისათვის კი მე მესაჭიროება ფულადი დახმარება რომ პროტეზის საშუალებით შევძლო დამოუკიდებლად სიარული (თანხა შესაძლებლობების ფარგლებში) ამ ბარათს დედის ჩუმად ვაგზავნი, იქნებ ვინმე დამეხმაროს.
 


სახელი: თამუნა
გვარი: ლაბაძე
ასაკი: 36 წლის
ტელ: 893 40 40 14
მისამართი: გლდანის რაიონი, ჯანჯღავას #49

ნატვრა: ვარ მარტოხელა დედა, მყავს 10 წლის ინვალიდი შვილი ცერებრალური დამბლის უმძიმესი ფორმით, რომელიც ვერ დადის, ვერ ჯდება, თავს ვერ იკავებს, ვერ ლაპარაკობს და კონტაქტში ვერ შემოდის. ორივეს ერთად თვიური შემოსავალი გვაქვს 60 ლარი. ბავშვის პენსია 38 ლარი და დახმარება 22 ლარი, ბავშვს აქვს უნებლიე მოქმედებები, ვინაიდან დიდი რაოდენობის მედიკამენტები ესჭიროება, შეუძლებელია მისთვის სისტემატიურად პამპერსის ყიდვა. გთხოვთ ცოტათი მაინც შემიმსუბუქოთ ეს საშინელი მდგომარეობა და თუ შეგიძლიათ სარეცხის მანქანით დამაკმაყოფილოთ. რაზეც წინასწარ დიდ მადლობას გიხდით. სნეულებაში მყოფი ბავშვისთვის დიდი მადლია დახმარების გაწევა. ბოდიშს გიხდით.
 


სახელი: ლალი
გვარი: ახალკაციშვილი
ასაკი: 39 წლის
ტელ: 2 27 04
მისამართი: ახმეტა

ნატვრა: ვარ ოჯახის დიასახლისი, ჩემი ოცნებაა, ოჯახში მქონდეს სარეცხი მანქანა, რომელიც ავტომატურად რეცხავს. იმედი მაქვს თქვენი დახმარებით ჩემი დიდი ხნის სურვილი ამისრულდება. წინასწარ გიხდით ყველას მადლობას, ვინც ჩემს სურვილს გამოეხმაურება.
 


სახელი: ჟუჟუნა
გვარი: გუჩაშვილი
ასაკი: 44 წლის
ტელ: -
მისამართი: თბილსი, გედევანიშვილის 27

ნატვრა: ჩემი ოჯახი ხუთი წევრისაგან შედგება, მათ შორის ერთი პირველი ჯგუფის ინვალიდია, ხოლო ერთი _ მცირეწლოვანი ბავშვი (2 წლის). ჩემი ნატვრაა მქონდეს სარეცხი მანქანა, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ შეძენას უსახსრობის გამო. წინასწარ გიხდით მადლობას.
 


სახელი: ილაიდო
გვარი: თვალავაძე
ასაკი: 82 წლის
ტელ: -
მისამართი: სამტრედიის რაიონი, ბაში

ნატვრა: ვარ მოხუცებული ქალი, მყავს ერთი შვილი თბილისში ჩემი ნატვრა არის მობილური ტელეფონი, შვილს რომ დაურეკო.
 


სახელი: გია
გვარი: გობეჩია
ასაკი: 14 წლის
ტელ: 893 64 38 20
მისამართი: ზუგდიდი

ნატვრა:მე გია ვარ, VIII კლასელი, I კლასიდან ხუთოსანი. ჩვენ დევნილები ვართ და ზუგდიდში ვცხოვრობთ, მამა უმუშევარია და დედა ხუთსულიან ოჯახს კერვით ძლივს გვარჩენს. ვიცი, რომ წიგნები გაძვირდა და ვერ მიყიდიან, დედა ხშირად ამოიოხრებს დაღონებული და იტყვის: `რა ვქნა, წიგნები რით გიყიდოო~. იქნებ იყოს ვინმე ღვთისნიერი და სახელმძღვანელოები მაჩუქოს, ჩემს პატარა გულს ძალიან გაახარებს და ისევ ხუთებზე გავაგრძელებ სწავლას.
 

 

გვერდები: [წინა]  ... 6  7  8  9  10 ...  [შემდეგი] 

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!