სახელი: ნადია
გვარი: კარელიძე
ასაკი: 74 წლის
ტელ: 7 55 29
მისამართი: თბილისი, კოსტავას 24
ნატვრა: გული მტკივა, რომ ჩემს შვილიშვილს, 13 წლის ბექას ენატრება, ჰქონდეს ველოსიპედი. თავის ტოლები რომ დაქრიან, ის დგას და საცოდავად შესცქერის კარებიდან. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ ავადმყოფი ქალი. გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში. თქვენ ღმერთმა დაგლოცოთ.
სახელი: ალექსი
გვარი: კიკალიშვილი
ასაკი: 57 წლის
ტელ: 21 74 42
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის IVმ/რ 10ბ კორპუსი ბინა 27
ნატვრა: ოჯახში ოთხნი ვართ. მეუღლე, სტუდენტი ქალიშვილი, მოსწავლე ვაჟი და მე. მუშაობს მხოლოდ მეუღლე და ისვენებს მხოლოდ კვირაობით. მე შვიდი წელია უმუშევარი ვარ. მთელი კვირის გადაღლილი კვირას დილიდანვე სარეცხის რეცხვით იწყებს, რა თქმა უნდა, ხელით რეცხავს, ჩვენი ოჯახის ნატვრაა სარეცხი მანქანა, იქნებ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მეუღლეს ცხოვრება.
სახელი: შორენა
გვარი: ჟღენტი
ასაკი: 38 წლის
ტელ: 893 11 28 69
მისამართი: თბილისი, ბერიძის 6
ნატვრა: გაიხარეთ ისე, როგორც სხვებს ახარებთ! უფალი იყოს თქვენი შემწე!!! ახლახან ძალიან ახალგაზრდა და გარდამეცვალა, დამრჩა ორი ობოლი ბავშვი მისგან, იზრდებიან ჩემთან, მაგრამ ნატრობენ ტელევიზორს და ველოსიპედს. ბავშვები 14-13 წლისანი არიან, მე უმუშევარი ვარ, იქნებ ვინმემ ამ ობლებს მათი ნატვრაც აუსრულოს? უფლის იმედით!.. იხარეთ!!!
სახელი: სოფიკო
გვარი: მჭედლიშვილი
ასაკი: 14 წლის
ტელ: 893 25 08 70
მისამართი: თბილისი ,გლდანის VII მ/რ კორ 20-67
ნატვრა: ჩვენი ოჯახი მრავალშვილიანია, ეკონომიკურად გვიჭირს. ჩემი ოცნება იყო მევლო გალობაზე ან ხალხური სიმღერის წრეზე. მაგრამ რადგან ეკონომიკურად გვიჭირდა, ეს ვერ მოვახერხე. ჩემი სურვილია, მქონდეს მუსიკალური ცენტრი, რომ მოვუსმინო მაინც ჩემთვის სასურველ მუსიკას. ველი თქვენს თანადგომას.
სახელი: მაიკო
გვარი: ელიზბარაშვილი
ასაკი: 10 წლის
ტელ: 8 (255)3 23 24
მისამართი: სიღნაღი, სოფ. ნუკრიანი
ნატვრა: ჩემი მამიკო და ბებო არიან დიაბეტით დაავადებულები. არ აქვთ შაქრის საზომი აპარატი, რომელიც ძალიან სჭირდებათ. არ გვაქვს ყიდვის საშუალება. იქნებ ვინმემ ეს ნატვრა ამისრულოს. სულ ამას ვფიქრობ. გმადლობთ.
სახელი: დათუნა
გვარი: მარსაგიშვილი
ასაკი: 10 წლის
ტელ: 95 23 08
მისამართი: თბილისი წინამძღვრიშვილის 90ბ
ნატვრა: ნეტავი ნატვრა მანატრა, ეს ნატვრა ამიხდინაო,
მქონოდა გამძლე ზურგჩანთა, ბოლომდე გამაწვდინაო,
შიგნით ახალი წიგნები მეზობლად არ ვირბინაო,
ხარისხიანი რვეული კალამი მაიხდინაო,
სპორტული ფორმა და ბოტასი ღვთის ნებით გამიჩინაო,
არც მე დაგრჩებით ვალშია, თუ ბედმა გამიღიმაო.
სახელი: იურიკო
გვარი: საჯაია
ასაკი: 11 წლის
ტელ: 899 15 86 67
მისამართი: ლანჩხუთი, ნინოშვილის 42
ნატვრა: ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, მაღაზიაში ვნახე ნ. დუმბაძის ოთხტომეული, მაგრამ დედამ ვერ შეძლო მისი ყიდვა. არადა, ძალიან მინდა, რომ მქონდეს. იქნებ ნატვრისთვალმა ამისრულოს ოცნება! რა იქნება, ჩემი ნატვრაც ახდეს!!!
სახელი: ეკა
გვარი: ჭანტურიძე
ასაკი: 25 წლის
ტელ: 899 92 12 91
მისამართი: ხაშური
ნატვრა: მინდა მქონდეს სარეცხი მანქანა. ვიცი, ბევრს დაეხმარეთ და ნატვრა აუსრულეთ, იქნებ მეც ამისრულოთ. ღმერთი შეგეწევათ.
სახელი: როზა
გვარი: ბოლქვაძე
ასაკი: 80 წლის
ტელ: 67 79 98
მისამართი: თბილისი, გლდანის 6 მ/რ 23 კორ ბსარ, 171 ბინა
ნატვრა: ძალიან გულით მინდა, მქონდეს აპარატი, რომლითაც შევძლებ გავიზომო სისხლში შაქრის რაოდენობა, ვინაიდან ვარ დიაბეტიანი, ვარ ფეხებით ავადმყოფი, ძლივს ოთახში დავდივარ, გთხოვთ, შემისრულოთ ეს თხოვნა, ღმერთი გფარავდეთ, დიდი მადლობა.
სახელი: ციური
გვარი: კალანდაძე
ასაკი: 63 წლის
ტელ: 7 19 30
მისამართი: ქუთაისი. ჯავახიშვილის 73/13
ნატვრა: გამარჯობა, ჩემო კეთილო ხალხო. ჩემი დიდი ხნის ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. მე და ჩემს მეუღლეს ნატვრის ამსრულებელი არავინ გვყავს (მარტოხელა ვართ). იმედი მაქვს, ჩემი ნატვრაც ახდება. გეხვევით და გეფერებით. გმადლობთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
|