სახელი: ნინო და ლანა
გვარი: ჟამურაშვილები
ასაკი: 9 და 10 წლის
ტელ: -
მისამართი: გურჯაანი, სოფ. მუკუზანი
ნატვრა: გვინდა ახალი წლის პროგრამას ახალ, ფერად ტელევიზორში ვუყუროთ. ჩვენი საბჭოთა დროინდელი ტელევიზორი უკვე შავ-თეთრად კი არა, ყველაფერს ნაცრისფრად აჩვენებს. დედ-მამა უსახსრობის გამო დანაპირებს ვერ გვისრულებს.
სახელი: ბექა
გვარი: პატურიშვილი
ასაკი: 17 წლის
ტელ: -
მისამართი: თბილისი, მუხიანის IV ბ მ/რ, 34-ე კორპ. ბინა #26
ნატვრა: ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, დაესწარით მრავალს, აგსრულებოდეთ ყველა ოცნება. გთხოვთ, მეც ამისრულოთ ერთი ოცნება. ვარ სტუდენტი, ოჯახის მარჩენალი არის დედა, რომელსაც დაბალი ხელფასი აქვს. ძალიან მინდა დავეუფლო კომპიუტერს და დედას ცოტათი მაინც შევუმსუბუქო ოჯახის ტვირთი, რადგან მამა ფაქტიურად ინვალიდია. გთხოვთ ამისრულოთ ოცნება _ მქონდეს კომპიუტერი. ვიცი, კეთილი ხალხი არ დაილევა და გამომეხმაურება. მჯერა, ვინმე მეც გამახარებს და საახალწლო სურვილს ამისრულებს.
სახელი: ზინა
გვარი: კაკაბაძე
ასაკი: 78 წლის
ტელ: 67 92 41
მისამართი: თბილისი, გლდანის მე-8 მ/რ, კორპ. 10, ბინა #25
ნატვრა: ძალიან მინდა ვინმემ საახალწლოდ ამისრულოს ნატვრა, მინდა წიგნების კარადა ან უბრალო მაგიდა. ვინც იქნება, მრავალ ახალ წელს დაესწროს ოჯახით.
სახელი: ანიკო
გვარი: ჯოჯუა
ასაკი: 70 წლის
ტელ: 78 02 79
მისამართი: თბილისი, ვაზისუბნის IV მ/რ, 1 კვ, ბ#111
ნატვრა: იქნებ საახალწლოდ მაინც მქონდეს ტელევიზორი. იქნებ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს ნატვრას გულთან მიიტანს. ვარ მარტოხელა. სოციალურად დაუცველი. ღმერთი გადაგიხდით სიკეთეს.
სახელი: ნინო
გვარი: ხუფენია
ასაკი: -
ტელ: 893 36 69 92
მისამართი: ზუგდიდი, სოფ. დარჩელი
ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მოვძებნო ისეთი ადამიანი, რომელიც დამეხმარება 3 წლის ასაკიდან ეპილეფსიის უმძიმესი
ფორმით დაავადებული 16 წლის შვილის განკურნებაში, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნაში.
სახელი: ნათია
გვარი: ჯანჯალაშვილი
ასაკი: 15 წლის
ტელ: 63 29 98
მისამართი: თბილისი, მუხიანის დას. IVა მ/რ კ.15. ბ#27
ნატვრა: ვართ შვიდი და-ძმა. ავადმყოფობის გამო მამა ვერ მუშაობს. ჩვენი ნატვრაა, გვქონდეს ერთი ტელევიზორი, რომ ახალ წელს ლამაზ ფერებში შევხვდეთ.
სახელი: დავით
გვარი: ქოქაშვილი
ასაკი: 11 წლის
ტელ: 899 60 59 67
მისამართი: გორის რ-ნი, სოფ. სათემო
ნატვრა: ჩემი ნატვრაა წიგნები : “ბერძნული მითოლოგია” და ენციკლოპედია.
სახელი: დაჩი და კესო
გვარი: სიდამონიძეები
ასაკი: 8 და 3 წლის
ტელ: -
მისამართი: თბილისი, ზემო ვეძისის I ჩიხი #17
ნატვრა: ჩვენი ნატვრაა დიდების კომპიუტერი და კესოს კი ძალიან უნდა სათამაშოები, რომელიც ძნელად ასასრულებელი ნატვრაა.
სახელი: ნოდარ
გვარი: მინაძე
ასაკი: 78 წლის
ტელ: 855 72 25 02
მისამართი: ხაშური, სოფ. ცხრამუხა
ნატვრა: ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე მარტო. არ გვაქვს ტელევიზორი.
ვართ ინფორმაციას მოკლებული. დაზამთრდა, მეზობელთან ვეღარ გავდივართ. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს გაჭირვებას და ნატვრას აგვისრულებთ, ძალიან დაგვეხმარებით. წინასწარ გიხდით მადლობას.
სახელი: ირინე
გვარი: ოსიშვილი
ასაკი: 45 წლის
ტელ: 895 42 49 95; 52 44 03
მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, III-29-48
ნატვრა: ტიხრული მინანქრის შესწავლა დიდი ხნის ოცნებაა. ვიცი, რომ საპატრიარქოსთან არსებობს ჯგუფი, რომელსაც ასწავლიან ამ ხელოვნებას, მაგრამ ვიცი, იქ დამატებით მსურველთა მიღების საშუალება ამჟამად აღარ აქვთ. ძალიან გთხოვთ, თუ ეს შესაძლებელია, დამეხმაროთ. (მე თვითონ ვარ წმ. მარინეს ეკლესიის წინამძღვრის მამა დავითის (ისაკაძის) მრევლი.)
|