მთავარი

ფორუმი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

 

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

           შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                 ნატვრები

სტატუსი: ასრულებულია!

სახელი: თამარი
გვარი: -
ასაკი: 23 წლის
ტელ: 899 26 91 08
მისამართი: ყვარელი

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, მქონდეს უცხო სიტყვათა (განმარტებითი) ლექსიკონი. თუ შეგიძლიათ, ამიხდინეთ ეს ნატვრა და სამაგიეროს ღმერთი გადაგიხდით ჩემს ნაცვლად. სიკეთე არ იკარგება! ღმერთმა მოგცეთ ძალა კეთილი საქმეების კეთებისა!
 


სახელი: ანა
გვარი: ხატიაშვილი
ასაკი: 24 წლის
ტელ: 899 28 41 57
მისამართი: თელავის რაიონი, სოფ. აკურა

ნატვრა: ჩემი ნატვრაა, ვიყო ჯანმრთელი. რისთვისაც მჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება. მინდა გავიკეთო ოპერაცია, რისი საშუალებაც არ მაქვს, გთხოვთ ამისრულოთ ეს სურვილი.
 


სახელი: ლალი
გვარი: კიკნაველიძე
ასაკი: 54 წლის
ტელ: -
მისამართი: ფოთი, დავითაიას #96

ნატვრა: გამარჯობათ, მე ვარ მარტოხელა, III ჯგუფის ინვალიდი. ჩემი ნატვრაა, მქონდეს ნებისმიერი ზომის ფერადი ტელევიზორი. სმენა არ მაქვს და მინდა დავტკბე ფერადი ტელევიზორის ყურებით. დიდად მადლობელი დაგრჩებით. ღმერთი იყოს თქვენი და ჩემი მფარველი.
 


სახელი: გიორგი
გვარი: ახალკაცი
ასაკი: 6 წლის
ტელ: 62 64 27
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა” მიკ.რაიონი. მე-3 კრ. ბინა 3

ნატვრა: ჩემი ნატვრაა მქონდეს ველოსიპედი. იმედია, თქვენი დახმარებით შემისრულდება.
 


სახელი: ნელი
გვარი: ლომთაძე
ასაკი: 76 წლის
ტელ: 69 92 78
მისამართი: ქ,თბილისი, ც.დადიანის ქ. #77

ნატვრა: ჩემი ნატვრაა მქონდეს გაზის გამათბობელი. არ მეგონა თუ ასეთი მწარე სიბერე მექნებოდა პედაგოგ ქალს და გაზის გამათბობელი მექნებოდა სანატრელი. მთელი ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებას ვეწეოდი დღეს კი თავად ვარ უმწეო მდგომარეობაში. გთხოვთ, დამეხმაროთ. ყველას გიხდით მადლობას.
 


სახელი: ჯემალ
გვარი: კაშია
ასაკი: 60 წლის
ტელ: -
მისამართი: სამტრედიის რაიონი, სოფ. ბაში

ნატვრა: ვარ 60 წლის, II ჯგუფის ინვალიდი, ხშირად მჭირდება სასწრაფო მე და ჩემს 85 წლის დედას. ჩემი ნატვრაა მობილური ტელეფონი, რომ სხვა არ შევაწუხო დასარეკად. გთხოვთ, აგვისრულოთ საოცნებო და საარსებო ნატვრა. უფალი იყოს თქვენი მფარველი.
 


სახელი: მაკა
გვარი: დემურია
ასაკი: 20 წლის
ტელ: -
მისამართი: სენაკი

ნატვრა: ვარ მამით ობოლი, დედა კი ავადმყოფობს. ვიცი რომ ჩემსავით ძალიან ბევრს უნდა ნატვრის ახდენა, იმედია ყველას აუსრულდება. მაგრამ მე მაინც მოგწერთ ჩემს ნატვრას: ძალიან გვინდა გვქონდეს ფერადი ტელევიზორი, ჩვენ კი იმის საშუალება არ გვაქვს რომ ჩვენი სახსრებით შევიძინოთ. იმედია მეც და ყველა კეთილ ადამიანს ნატვრა აუსრულდება. წინასწარ გიხდით მადლობას.
 


სახელი: ნინო
გვარი: სამუშია
ასაკი: 17 წლის
ტელ: -
მისამართი: ქ.თბილისი, სანზონა, მე-20 კორპ. ბინა 10

ნატვრა: წელს გავხდი სტუდენტი, ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა, მაგრამ სამწუხაროდ ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. ძალიან მაშინებს მგზავრობის პრობლემა, მოგეხსენებათ ტრანსპორტი როგორ გაძვირდა. ჩემი ნატვრაა მქონდეს ერთწლიანი მეტროს ტალონი. შეიძლება ვინმე ღვთისნიერი ადამიანი დამეხმაროს და შევძლო მივიღო უმაღლესი განათლება. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას! ღმერთი იყოს ჩვენთან!
 


სტატუსი: ასრულებულია!

სახელი: მაყვალა
გვარი: ასლამაზაშვილი
ასაკი: 23 წლის
ტელ: 899 26 91 08
მისამართი: ზაჰესი, ტერმინალის დას. ავჭალის ჩიხი #1

ნატვრა: არანაირი დახმარება და შემოსავალი არ გამაჩნია, ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, სოც. დაუცველი ადამიანი, ქმარშვილ დაღუპული. ტყეში სიარულის გამო შეშის ფიჩხების მოსაგროვებლად შარშან კლდიდან გადმოვვარდი და მივიღე მარჯვენა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა. 4 თვე უპატრონოდ, მეზობლების იმედზე ვიწექი. შემდეგ მინისტრის დახმარებით მომათავსეს საავადმყოფოში, სადაც გამიკეთეს რთული ოპერაცია. ისევ საშინელი ტკივილები მტანჯავს, ვარ გამაყუჩებელ წამლებზე. მაგრამ ხშირად ვერ ვყიდულობ 45-ლარიანი პენსიით. ვნატრობ, ვინმემ მომაწოდოს წამლები ან რაიმე თბილი ჩასაცმელი, ნახმარზეც დიდი მადლობელი ვიქნები, ან ცოტა შეშა, თუნდაც უვარგისი ფიცრები... ოდესღაც მქონდა კარგი სამსახური და ოჯახი, ახლა კი გაჭირვების გამო ვცხოვრობ ტყის ძირში ერთ პატარა სახლში, სადაც ძალიან მეშინია ზამთრის მოსვლისა. ჩემი ბარათის წაკითხვისთვის ღმერთი დაგლოცავთ და დაგიფარავთ.
 


სახელი: მანანა
გვარი: ტყემალაძე
ასაკი: 9 წლის
ტელ: 8 267 2 16 83; 893 34 07 67
მისამართი: ქ.ბორჯომი, აღმაშენებლის ქ.#15

ნატვრა: გამარჯობათ, მე მსმენია რომ თქვენ ბევრ ადამიანს უსრულებთ ნატვრას. იმედია მეც გამიღიმებს ბედი და ამიხდება ნატვრა: მე მინდა მქონდეს ლამაზი ფოტო აპარატი.
 

გვერდები: [წინა]   1  2  3  4  5 ...  [შემდეგი] 

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!