მთავარი

ფოტო ალბომი

კონტაქტი

ფონდის ისტორია

ფონდის მიზნები

ფონდის სტრუქტურა

ფონდის ბიუჯეტი

წლიური ანგარიში

საბანკო რეკვიზიტები

სპონსორები

ბმულები

წიგნი 

პროექტები

ნატვრები

          შემოწირულობა
ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მყავს 3 შვილი. ერთი ბავშვობიდან ინვალიდია...

ვრცლად

დავეხმაროთ ერთმანეთს, ონლაინ შემოწირულობა...

მიმდინარე

 

შესრულებული

 

შეეწიე ფონდს

 

საბანკო გადარიცხვით

სატელეფონო ზარით

ემანით

 

 

 

 

დარეკე

 

მაგთი 200329

ჯეოსელი 700580

 

გახდი ქველმოქმედი!

 

 

 

 

eMoney

 

ფონდის ანგარიში

 

360286566

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

 

ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილ.

26636080100001 GEL

                                    23 ივლისი


მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ის საქველმოქმედო ფონდის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

23 ივლისის აღნიშვნის შესახებ


   ითვალისწინებს რა იმას, რომ მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს საქველმოქმედო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-სთან,
     ითვალისწინებს რა იმას, რომ ფორუმი დიდ დახმარებას უწევს ფონდს, კერძოდ, ფონდის სპონსორების სარეკლამო ბანერების ინტერნეტში განთავსების გზით, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, აგრეთვე პერიოდულად ათავსებს ფონდის მოღვაწეობისა და გეგმების თაობაზე ინფორმაციას,
    ითვალისწინებს რა იმას, რომ ფონდის დაფუძნება და მიზნების განხორციელება მჭიდრო კავშირშია ფორუმის საქმიანობასთან,
ითვალისწინებს რა იმას, რომ ფონდის საქმიანობის მრავალმხრივი რეკლამირება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპონსორების მოზიდვას და ფორუმის საქმიანობის გაზრდას, და
     ითვალისწინებს რა იმას, რომ 23 ივლისს სრულდება 2 წელი ფორუმის შექმნიდან და 1 წელი ფონდის დაფუძნებიდან, ფონდის გამგეობამ ფორუმის ადმინისტრაციასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების, ფონდის განაცხადის მიზნების თავის მე-9 პუნქტისა და მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. 23 ივლისი ფონდმა და ფორუმმა აღნიშნონ ერთდროულად.
2. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ფონდი უზრუნველყოფს ღონისძიებების დაფინანსებას, ხოლო ფორუმი ამის თაობაზე რეკლამის უსასყიდლოდ განთავსებას ინტერნეტში, მასობრივი საშუალებების ინფორმირებას და მაღალი რანგის სტუმრების მოწვევას, აგრეთვე იშუამდგომლებს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრთან ღონისძიებების წმ. სამების საპატრიარქო ლავრის ტერიტორიაზე გამართვასთან დაკავშირებით.
3. დამტკიცდეს ღონისძიებათა ბიუჯეტი 500 ლარის ოდენობით (ხარჯთაღრიცხვა თან დაერთოს)
4. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს საფინანსო ჯგუფმა
5. გადაწყვეტილება ძალაშია დამტკიცებისთანავე.





ფონდის გამგეობა,
ქ. თბილისი,
7 ივლისი, 2008 წ.


ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!